მედია დემოკრატიული არჩევნების მხარდასაჭერად

კონკურსი აქტიური მოქალაქე-საგაზეთო ჩანართი

პროექტის მიზანი იყო 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ამომრჩევლის ინფორმირება საინფორმაციო გაზეთის მეშვეობით და ამომრჩეველის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების დაბეჭდვა.

ამომრჩევლების ინფორმირება:
პროექტის ძირითადი აქტივობა  იყო აჭარაში მცხოვრები ყველა ამომრჩევლისთვის სპეციალური ერთჯერადი საინფორმაციო გაზეთის გამოცემა. გაზეთის, რომელიც ამომრჩეველს დააფიქრებს თავისი არჩევანის რაციონალობაზე. ვის ან რატომ ენდობა და რამდენად მნიშვნელოვანია თავისი ერთი ხმა ქვეყნის და თავისი მომავლისთვის.

ამ პერიოდისათვის ორგანიზაციამ გამოსცა და გაავრცელა ერჯერადი გაზეთი „ჩემი არჩევანი“ 107000 ტირაჟით, მათ შორის 101000 ქართულ და 6000 რუსულ ენოვანი. გაზეთი მიეწოდა აჭარის ა.რ. მცხოვრებ ყველა ოჯახს.

კონკურსები: ,,აქტიური მოქალაქე’’ და ,,აქტიური უბანი’’ 
პროექტის ფარგლებში გამოცხადდა 2 კონკურსი . კონკურსმა –,, აქტიური მოქალაქე’’ აჭარაში მცხოვრებ ყველა ამომრჩეველს საშუალებას მისცა გამოეთქვა თავისი მოსაზრება არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ამ აქტივობის ფარგლებში შემოსული 10 საუკეთესო მოსაზრება დაიბეჭდა „გაზეთ ბათუმელებში“.

მეორე კონკურსი ,,აქტიური უბანი’’ ითვალისწინებდა მობილური ჯგუფის წევრის დაჯილდოვებას. დისტრიბუტორი, რომელმაც თავისი სამუშაო უბნიდან ყველაზე მეტი ამომრჩევლის მოსაზრების მიღებას გაუწია კოორდინირება, დასახელდა ,,აქტიური უბნის’’ გამარჯვებულად. ორივე კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

მკითხველის მიერ შემოსული ყველა მოსაზრება აიწყო და აიტვირთა ორგანიზაციის საიტზე www.media.org.ge.

პროექტის დასასრული – 08.06.2010

დონორი – USAID
ბიუჯეტი – 19161,06$