სტაჟირების პროგრამა მომავალი ჟურნალსტებისთვის- იმუშავე და ისწავლე რადიო თავისუფლებასთან ერთად

posted in: სიახლე | 0

ორი თვის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებთან
ერთად. პრაქტიკაში დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს. იმუშაოთ
რეალური ნიუსრუმის რეჟიმში.მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება და უნდა მიიღოს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, რადიო
თავისუფლება სთავაზობს სტაჟირების ორთვიან კურსებს.
ორი თვის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებთან
ერთად. პრაქტიკაში დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს. იმუშაოთ
რეალური ნიუსრუმის რეჟიმში.
მსურველებმა უნდა შეავსონ ფურცლის მეორე გვერდზე წარმოდგენილი განაცხადი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 15 თებერვალი 2012
ღია კარის დღე გაიმართება – 7 თებერვალს, 16:00 საათზე IღEX-ის ოფისში
(მარჯანიშვილის 6)
სწავლება ფასიანია.
ყოველ ნაკადში დაფინანსდება ერთი სტიპენდია (საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუდენტებისათვის).
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და შეკითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ
რადიო თავისუფლების ვებსაიტზე www.radiotavisufleba.ge
და Facebook.com
შეკითხვები და შევსებული განაცხადი გამოგზავნეთ მისამართზე:
თავისუფლება.scool@gmail.com
რადიო თავისუფლების მედიასკოლა –
„თავისუფლების“ გამოცდილება თავისუფლების სამსახურში!
მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ,
თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში მუშაობისათვის მოსინჯოთ თქვენი ძალები.
ახალი მედია, რადიო, ტელევიზია, გაზეთი…
როგორ გადავაქციოთ სიტყვები სახეებად, ყოველდღიური ცხოვრება საინტერესო მონათხრობად.
როგორ აღმოვაჩინოთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, მოვისმენთ ბევრს და დავწერთ კიდევ უფრო მეტს და შევეცდებით, გავარკვიოთ რატომ არის ჟურნალისტის პროფესია ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე
მძიმე და, ამავე დროს, ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი.
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში, ასევე,
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღჭურვილ თანამედროვე მულტიმედიურ ნიუსრუმში
(MEჩ) ჟურნალისტური საქმიანობისათვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ყოველ 2 თვეში, 10 სტუდენტი შეძლებს რადიო თავისუფლების სტაჟირების პროგრამის გავლას. ისინი საგანგებო კონკურსის შედეგად შეირჩევიან.
შესარჩევი კონკურსი გულისხმობს გასაუბრებას.
გთავაზობთ პროგრამას მომავალი ჟურნალისტებისთვის – \” იმუშავე და ისწავლე რადიო თავისუფლებასთან ერთად\”