პროექტი "თეთრი კვადრატი"

პრესკაფემ 2012 წლის მარტიდან “ღია საზოგადოება – საქართველო“ -ს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით
„თეთრი კვადრატი“
პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მომუშავე ახალგაზრდა რეჟისორების შემოქმედების პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში მოღვაწე 24 ახალგაზრდა რეჟისორის
ფილმების ჩვენება პრესკაფეში.
ყოველი კინო ჩვენების შემდეგ ახალგაზრდა რეჟისორების მონაწილეობით გაიმართება დისკუსიები.
გამართული ჩვენებები და დისკუსიები გადაიცემა ონლაინ რეჟიმში პრესკაფეს ვებ. გვერდზე www. presscafe.ge. ინტერნეტ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და გამოხატონ თავიანთი აზრი ნაჩვენებ ფილმებთან დაკავშირებით სკაიპის მეშვეობით (presscafe.batumi).
ჩვენების და დისკუსიის სატელევიზო ვერსია გადაიცემა „თეთრი კვადრატი“-ს ფარგლებში ტელეკომპანია TV-25 ეთერში.

პროექტის ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას დაიფაროს იმ ახალგაზრდა რეჟისორების მგზავრობის, დაბინავების და კვების ხარჯები, რომლებიც არ არიან აჭარის რეგიონის მკვიდრნი.
ასევე პროექტით გათვალისწინებულია მცირე ჰონორარის გადახდა პროექტში ჩართული რეჟისორებისათვის.

დაინტერესებულ პირებს – ახალგაზრდა რეჟისორებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ პროექტში შეუძლიათ დაუკავშირდნენ:
გია მასალკინს- (პროექტის კოორდინატორი) -577 74 74 91 ;

პროექტი  "თეთრი კვადრატი"