იმედა თავდგირიძე -"კურდღლის სიზმარი"

16 მარტს 19:00 საათზე, პრესკაფე წარმოგიდგენთ : იმედა თავდგირიძე – \” კურდღლის სიზმარი\”16 მარტს 19:00 საათზე , პრესკაფე წარმოგიდგენთ : იმედა თავდგირიძე – \” კურდღლის სიზმარი\” 14 წთ.

მოგესალმებით!
რადგან ბევრი არაფერი მაქვს საკუთარ თავზე მოსაყოლი, მოკლედ მოგითხრობთ ჩემს შესახებ; მე იმედა თავდგირიძე დავიბადე ბათუმში, 1982 წლის მაისის ბოლო დღეს. ჩემს დაბადებასთან დაკავშირებით, ლეგენდას ან განსაკუთრებულ ამბავს ჩემამდე ჯერ არ მოუღწევია… (ზუსტად ვიცი რომ არაფერია მაგრამ, იმედა განა ტყუილად მქვია?)
დაბადების შემდეგ რაღა თქმა უნდ სახელზეც დიდი ხანი არ უფიქრიათ და ყველაზე იმედიანი სახელი დახარჯეს ჩემზე…
სკოლა წარჩინებით არ დამიმთავრებია, (არც არასდროს ყოფილა ფრიადოსანთა კედელზე ჩემი ფოტო გარდი–გარდმო გაჭიმული) მაგრამ სკოლიდან, კინოსიუჟეტებით სავსე თავით გატენილი გამოვედი…
ალბათ რეჟისორობა ბათუმურმა ამინდებმა, (მაისის უწყინარმა წვიმამ) ზღვამ, (რომელიც არ ვიცი მიყვარს თუ არა) ქუჩამ, (სადაც ბათუმურად უყვართ ერთმანეთი და ბათუმურადვე უმოწყალოდ სძულთ ერთმანეთი) გადამაწყვეტინა…
მაქვს უამრავი სათქმელი, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამ–სამჯერ, მხატრულად და დოკუმენტურად შევძელი გადმოცემა… ვთქვი ის რისი თქმაც არ შემეძლო… ალბათ რეჟისურა ამიტომაც მიყვარს…
აი ეს იყო მოკლედ რისი თქმაც მინდოდა, ბევრს აღარ გავაგრძელებ, მომავალ შეხვედრამდე.

პატივისცემით
იმედა თავდგირიძე

კადრი ფილმიდან : \” კურდღლის სიზმარი\”

იმედა თავდგირიძე - " კურდღლის  სიზმარი"