საქართველოს ქალაქების თანამედროვე იერსახე

posted in: დისკუსია | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2012 წლის 6 აპრილს პრესკაფეში გამართა დისკუსია – „საქართველოს ქალაქების თანამედროვე იერსახე“
დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა თამარ ამაშუკელმა- ხელოვნებათმცოდნემ,
ქალაქზე მზრუნველთ გაერთიანება “ტფილისის ჰამქარის” წევრმა.
დისკუსიას მოდერაცია გაუწია ასლან ჭანიძემ – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარემ.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები. სხვადასხვა არასამთავრობო, სამთავრობო და სოციალური ჯგუფის წევრები.

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’
ტექნიკური ხარვეზების გამო დისკუსიის ჩანაწერის ნაცვლად გთავაზობთ tv-25-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს. იხილეთ ლინკი