სტუდენტური კინოკლუბი:თემურ ბაბლუანი “ბეღურების გადაფრენა”.

21 აპრილს 16:00 საათზე, პრესკაფე და გია მასალკინი წარმოგიდგენთ სტუდენტურ კინოკლუბს: თემურ ბაბლუანი “ბეღურების გადაფრენა”.21 აპრილს 16:00 საათზე, პრესკაფე და გია მასალკინი წარმოგიდგენთ სტუდენტურ კინოკლუბს: თემურ ბაბლუანი “ბეღურების გადაფრენა”.

ფილმის შესახებ: მატარებლის ვაგონში შეკრებილ ათასგვარი ჯურის ხალხში ორი გმირის სახე იკვეთება, რომელთა დაპირისპირება სასტიკ ჩხუბში გადაიზრდება და აი, აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე საწყისი, საერთო ადამიანური სიკეთე და ვაჟკაცობა შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს. ეს ის სიყვარულია, პატარა ბეღურასავით უბეში რომ უზის თითოეულ ჩვენგანს.

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
მონაწილეობენ: ელგუჯა ბურდული (კაცი ბეღურათი), თემურ ბიჭიაშვილი, რეზო ესაძე (მუნჯი), შოთა სხირტლაძე, ზოზო (იაზონ) ბაქრაძე, ლუდმილა ალიმბარაშვილი, შოთა ნოზაძე, ამირან ამირანაშვილი, კ. თაბუკაშვილი, ტრისტან სარალიძე, ლადო ბურდული, ავთანდილ მიქაძე, როსტომ ლორთქიფანიძე, გივი (გურამ) ფირცხალავა, ზაქარია (შაქრო) ჯორჯაძე, რ. მამალაძე, ნოდარ სოხაძე, ლეო (ლევან) ფილფანი, თეიმურაზ კვანტალიანი
მუსიკალური გაფორმება: თემურ ბაბლუანისა.

ხანგრძლივობა 54 წუთი.

სტუდენტური კინოკლუბი: თემურ  ბაბლუანი  “ბეღურების  გადაფრენა”.