ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2012 წლის 26 აპრილს პრესკაფეში გამართა დისკუსია – „პატიმრობის პირობები და უფლებები’’ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2012 წლის 26 აპრილს პრესკაფეში გამართა დისკუსია – „პატიმრობის პირობები და უფლებები’’
დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ პატიმრების ოჯახის წევრები, ადვოკატები, სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
დისკუსიას მოდერაცია გაუწია ეთერ თურაძემ – გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი.
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ექნება პირდაპიrი ეთერის დროს დასვას კითხვები და ჩაერთოს დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )
დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
სადისკუსიო დრო : 16:00-18:00
მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.
პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)