შეხვედრა სტუდენტებთან

31 მაისს, 18:00 საათზე პრესკაფემ უმასპინძლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.31 მაისს, 18:00 საათზე პრესკაფემ უმასპინძლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო სტომატოლოგიაში მიმდინარე სიახლეებს, რომელსაც კლინიკა ნია დენტის ხელმძღვანელი თათია ანდღულაძე გაუძღვა (კლინიკა ნია დენტმა ახალახან გაიარა სახელმწიფო აკრედიტაცია და ავტორიზაცია, რის შემდეგაც მიენიჭა დიპლომის შემდგომი განათლება – რეზიდენტურა).
შეხვედრის მეორე ნაწილში – ლანჩზე, გაიმართა თავისუფალი დისკუსია/საუბარი. საღამო დაასრულდა ცოცხალი მუსიკით.
შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს პრესკაფემ გადასცა ,,გაზეთ ბათუმელების\’\’ 3-თვიანი ხელმოწერა და ნებისმიერ წიგნზე 15%-იანი ფასდაკლების ბარათი.
შეხვედრა გადაიცა პირდაპირ ეთერში მისამართზე presscafe.ge
[thumb]http://presscafe.ge/uploads/posts/2012-05/1338454885_300659_190077911067062_100001945637098_405954_422081475_n.jpg[/thumb