შეხვედრა კოალიციასთან- „არჩევნის თავისუფლებისთვის“

16 ივნისს დღის 12:00 საათზე ბათუმის პრესკაფეში(მისამართი: მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2-1) გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით.კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

16 ივნისს დღის 12:00 საათზე ბათუმის პრეს კლუბში (მისამართი: მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2-1) გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით.
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge.
ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

ამავე დღეს, 17:00 საათზე კოალიციის წევრები, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ბათუმის ბულვარში გამართეს საინფორმაციო აქციას, სადაც მოსახლეობას დაურიგეს კამპანიის – „ეს შენ გეხება“ – საინფორმაციო ბუკლეტები.
კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რვა რეგიონში შეხვედრების ორგანიზება 15 ივნისიდან დაიწყო. მათი მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის – „ეს შენ გეხება“, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე.
შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.