კონკურსი მოხალისეებისათვის

posted in: სიახლე | 0

ასოციაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აცხადებს კონკურსს.თუ თქვენ ხართ ბათუმში არსებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლების სტუდენტი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში, გთავაზობთ მოხალისეობის საფუძველზე გახდეთ ინტერნეტ გადაცემის „შეუზღუდავი სივრცის“ წამყვანი; რეპორტიორი; ოპერატორი ან პროდიუსერი.
7 თვის განმავლობაში შერჩეული 10 მოხალისე ისწავლის ვიდეოგადაღებას, მონტაჟს, მოამზადებს რეპორტაჟებს, გადაცემებს იმ თემებზე, რომელიც მათი აზრით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი.
გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“ გადაიცემა ონლაინ რეჟიმში www. presscafe.ge
პროექტი ხორციელდება დემოკრატიული მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის ( NED) ფინანსური მხარდაჭერით;
სამოტივაციო წერილის მიღების ბოლო ვადაა: 15 იანვარი.
სამოტივაციო წერილში დააკონკრეტეთ, რომელ თემებზე გსურთ მოამზადოთ სიუჟეტები და გადაცემები;
მოგვწერეთ მისამართზე: batumi_ijh@yahoo.com