საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია

posted in: დისკუსია | 0

5 მარტს , 13:00 საათზე ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ პრესკაფეში გამართა დისკუსია თემაზე : საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია.5 მარტს , 13:00 საათზე ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ პრესკაფეში გამართა დისკუსია თემაზე : საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია.
მომხსენებლები:
თენგიზ შერგელაშვილი- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ლოსაბერიძე – საქართველოს რეგიონული პოლტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე
დისკუსიის მოდერატორი: კონსტანტინე კანდელაკი – კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე

დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვა კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდება ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსია დაიწყება 13.00 საათზე
მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2

დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)