პეტიცია -„ჩემი იდეა ბათუმს“

26 მარტს, 19:00 საათზე პრესკაფეში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით.26 მარტს, 19:00 საათზე პრესკაფეში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით.
პეტიცია ითვალისწინებს, მოქალაქეების თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის მექანიზმის გაზრდას. საინიციატივო ჯგუფის იდეაა, შეიქმნას თვითმართველი ბათუმის სპეცილაური ვებ-გვერდი, სადაც ყველა ადამიანს საშუალება გექნებათ დაწეროთ საკუთარი მოსაზრება, რომლითაც ბათუმის თვითმმართველობას მიაწვდით იდეებს.

კანონმდებლობით, პეტიციისთვის საკმარისი ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, პროექტი ბათუმის საკრებულოს წარედგინება. პეტიციაზე ხელის მოწერის უფლება მხოლოდ ბათუმელ ამომრჩევლებს აქვს. ხელმომწერს აუცილებლად თან უნდა ქონდეს პირადობის მოწმობა. ამ მიზნის პრესკაფეში გაიმართა თორნიკე ფუტკარაძის, გიგა ქოქოლაძისა და ლუიზა ბალაძის მუსიკალური საღამო. ბათუმურ ყავაზე მოპატიჟებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ხელი მოეწერათ პეტიციაზე.