ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 19 აპრილს პრესკაფეში გამართა დისკუსია.ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა’’ 2013 წლის 19 აპრილს გამართა დისკუსია.
დისკუსიის თემა: სახალხო დამცველის ანგარიშის სუსტი და ძლიერი მხარეები
დისკუსიის დროს განხილული იქნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიში, 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
მომხსენებლები: უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ს აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია
დისკუსიის მოდერატორი: ასლან ჭანიძე – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე;
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდათ პირდაპიrი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვენენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi )
დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდება ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.
პროექტის პარტნიორები: ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,, ნეტგაზეთი’’
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)