1 ივნისი-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს, 15:00 საათზე, პრესკაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებულმა „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალმა ჩაატარა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები.
დასწრება იყო თავისუფალი.1 ივნისს, 15:00 საათზე, პრესკაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებულმა „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალმა ჩაატარა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები:

• დარტსის ტურნირის ფინალი, გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება;
• თეატრალური წარმოდგენა ბავშვთა უფლებების თემაზე;
• კროსვორდების შეჯიბრი;
• სულხან შაქარაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
• თაზო ნარიმანიძის ფილმის „ღია ფანჯრები“ ჩვენება და განხილვა;

დარტსის ტურნირი ჩატარდა სპორტული მაღაზია „PUMA”-ს ფინანსური მხარდაჭერით.
აქტივობა განხორციელდა პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები:
პრესკაფე, გაზეთი ბათუმელები, ევროპული ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.