ბათუმის ეზოს ამბები

23 აგვისტო 20:30 საათი პროექტის “ბათუმის ეზოს ამბები” გახსნა
Opening of the project “Batumi Backyard Stories“

24 აგვისტო 21:00 საათი “დაუსრულები ისტორია“, სპექტაკლი ღია ცის ქვეშ,
“არტ ვეის“ და ბათუმის მერიის ერთობლივი პროექტი
“Unfinished Story”, open air theatre performance,
The joint project of “Art Way” and Batumi City Hall

25 აგვისტო
12:00 საათი ტაქსი ოპტი-მისტიკური ტრანსპორტაციისთვისG
Taxi for Opti-mistic Transportation
21:00 საათი ფილმები ჩვენება ბათუმის ანიმაციური ფილმების
საერთაშორისო ფესტივალის, “თოფუზის“ კოლექციიდან
Films of the Batumi International Animation Film Festival
“Topuzi” collection

Piazza
„ბათუმის ეზოს ამბები“ ქართველი და უცხოელი მხატვრების ერთობლივი შემოქმედებით პროცესია. პროექტი მეორედ, 2013 წელს არასამთავრობო
ორგანზიაცია „Micro-ფონის“ ინიციატივით და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
მხატვრების მიერ ორკვირიანი ვორკშოფის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები ხულოს ქ. #10-ში მდებარე ისტორიულ აბანოში, ზ. გამსახურდიას და გორგასლის ქუჩებზე
მდებარე რამდენიმე ეზოში განთავსდება. ნამუშევრები დროებით შეცვლიან ეზოებისა და განსაკუთრებით ძველი აბანოს შიდა სივრცეებს. აბანოს ისტორიულ
შენობაში სახელოვნებო ნამუშევრების განთავსება და მისი თავდაპირველი დანიშნულების დროებითი შეცვლა, შენობის ინტერიერსა და მის არქიტექტურაში არსებული
ფუნქციური პოტენციალის ახლებურ გააზრებას უწყობს ხელს. მხატვრების მიერ ეზოებში შექმნილი ადგილ-სპეციფიკური ნამუშევრები კი, ქალაქის ურბანული
სივრცის სწრაფი ცვლილების ფონზე, ბათუმის ისტორიული ნაწილის უნიკალურობას წარმოაჩენს და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.