2016 წლის 12 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნლისტთა სახლის“ ორგანიზებით შუახევის საკრებულოში გაიმართა დისკუსია „ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა საქართველოში”.
დისკუსიის მომხსენებლები არიან:
დავით ლოსაბერიძე – ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური
თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული
ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან;
ტიტე აროშიძე – ეკონომისტი, საექსპერტო სამუშაო ჯგუფის წევრი;
გიორგი ქათამაძე – ეკონომისტი, საექსპერტო სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლევან მჟავანაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის და სახელშეკრულებლო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
დისკუსიის მოდერატორი: ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“
თავმჯდომარე.
დისკუსიათა ციკლი მომზადდა ამერიკული ფონდის NED-ის (ნაციონალური წვლილი
დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“
ფარგლებში.