25 აპრილს, ანბანის კოშკის საგამოფენო სივრცეში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი სახელწოდებით „საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ 8 თვის განმავლობაში განხორციელდება და მისი მიზანია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებში მოტივაციის ამაღლება და მათი აქტიურად ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.
პროექტის ფარლგებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს:
- ახალგაზრდულ კომპონტენტს, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების მიერ სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით აქტივობებები განხორციელდება;
- აჭარაში არსებული ეროვნული უმცირესობების შესახებ აჭარის ტელევიზიის გადაცემა “ჰეშტეგში”, პირდაპირ ეთერში საუბრებს;
- ეროვნულ უმცირესობებზე სიღრმისეული მასალების მომზადებას და განთავსებას ვებგვერდზე – www.batumelebi.ge.
- 31 ივლისს ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალის გამართვას;
- აგრეთვე, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღის დანიშვნის დღიდან აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისთვის შესაძლებლობის მიცემას, გამართონ თავიანთი საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია უმცირესობათა დიასპორების წარმომადგენლებისთვის.
პროექტი „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
- ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე მობ: 593 307155
- ქეთი ადეიშვილი, პროექტის მედიაკოორდინატორი მობ: 592 592424
- ელ. ფოსტა: Batumi_ijh@yahoo.com