შეხვედრა პრესკაფეში

2013 წლის 21 ნოემბერს, 18:00 საათზე, “პრესკაფეში” გაიმართა დისკუსია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა ფარგლებში გამართეს დისკუსია საზოგადოების მონაწილეობით. საუბარი შედგა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებსა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების შესახებ.

დისკუსიაზე   თავისი გამოცდილება გაუზიარა და  მონაწილეების  შეკითხვებს უპასუხა  ერეკლე ინაშვილმა, რომელიც   მედია კომპანია – SKY-ს  დიზაინერია   და  განათლება  გერმანიაში  მიიღო.

შეხვედრა გაიმართა 2013 წლის 21 ნოემბერს,  “პრესკაფეში”.

მისამართი: საბაჟოს შესახვევი, მელაშვილის 1/2