კონკურსი მოხალისეების შესარჩევად

posted in: სიახლე | 0

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ერთად იწყებს ახალგაზრდულ გადაცემათა ციკლის მომზადებას, რომელიც აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 1 წლის განმავლობაში გაშუქდება.

გადაცემათა ციკლი მომზადდება პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,  რომლის მხარდამჭერია ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს.

თუ თქვენ ცხოვრობთ აჭარის რეგიონში გთავაზობთ მოხალისის სტატუსით ჩაერთოთ გადაცემებისა და სიუჟეტების მომზადებაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაგეგმოთ და მოამზადოთ გადაცემა ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე და შეიძინოთ გამოცდილება.

მონაწილეობის მსურველებმა ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com 20 ივლისამდე მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 100 სიტყვა).

მოხალისეები შეირჩევიან გასაუბრების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 99 33 32