რეორგანიზაცია აჭარის ტელევიზიაში

posted in: მულტიმედია | 0

გადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“. თემა:” რეორგანიზაცია აჭარის ტელევიზიაში”მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიიღო, ტელევიზიაში რეორგანიზაცია დაიწყო. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გენერალური პროდიუსერის, მთავარი რეჟისორის, პროგრამების სამსახურის უფროსისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა. სამსახურიდან დაითხოვეს თანამშრომელთა ნაწილი, ამის პარალელურად რამდენიმე ადამიანი, ვინც ვერ გაიარა კონკურსი ტელევიზიაში დააბრუნეს. 2014 წლის 1 იანვარს დაცვას ახალი თანამშრომლების სია ჰქონდა, ხოლო 3 იანვარს, როცა საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ირინა ყურუა ტელევიზიაში მივიდა იგი შენობაში არ შეუშვეს. რამდენად სამართლიანად მოხდა აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაცია, რა რეაქცია აქვს ბორდის წევრებს და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ტელევიზია მთავრობის შენობაში? ამ კითხვებზე პასუხი გადაცემაში „შეუზღუდავი სივრცე“.

სტუმრები: გია ქარცივაძე- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ნატა იმედაიშვილი -აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი

წამყვანი: ნათია აფხაზავა- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

გადაცემა მომზადებულია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;

რეორგანიზაცია აჭარის ტელევიზიაში