დისკუსია სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში

13 ოქტომბერს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში ჩატარდა კიდევ ერთი სტუდენტური დისკუსია. ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე მარიკო ნაცარიშვილი მონაწილეებს ესაუბრა თემაზე “ქალთა მიმართ ძალადობა”. დისკუსიის პროცესში მონაწილეებმა ისაუბრეს თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრის ბოლოს ასევე იხილეს ვიდეო, რომელიც ასახავდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=USazDftku3U” width=640 height=360 ]