დისკუსია სოფელ დანდალოს №1 საჯარო სკოლაში

3 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა დისკუსია თემაზე “არჩევანის თავისუფლება”. დისკუსიის მომხსენებელი ერეკლე ნოღაიდელი მონაწილეებს ესაუბრა თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები და პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან. დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=5hqcjnWQ2Uw” width=640 height=360 ]