დისკუსია სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლაში

7 ნოემბერს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მორიგი სტუდენტური დისკუსია თემაზე “ქალთა მიმართ ძალადობა”. ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე თაკო ნინიძე მონაწილეებს ესაუბრა არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები და პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან. დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3av3b38GAXA&feature=youtu.be” width=640 height=360 ]