ინტერმუნიციპალური ახალგაზრდული დისკუსია ოზურგეთში

13 დეკემბერს ოზურგეთში გაიმართა პირველი შეხვედრა ინტერმუნიციპალური ახალგაზრდული დისკუსიების ციკლის ფარგლებში. პროექტის განხორციელებაში ჩართული მოხალისეები წარადგენენ ნედის მიერ მიმდინარე და წინა წლებში დაფინანსებულ პროექტებში მომზადებულ სიუჟეტებს. ოზურგეთში, ორგანიზაცია  “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში” გამართულ შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ვიდეო-სიუჟეტები არჩევანის თავისუფლებისა და ქობულეთში მცხოვრები ბოშების შესახებ. სიუჟეტების ჩვენების შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით როგორი რეალობაა აჭარის მაშტაბით და გაავლეს პარალელი მათ რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან, იმსჯელეს და გაცვალეს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები. ინტერმუნიციპალური ახალგაზრდული დისკუსიები იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”(NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/J-2UJ2_fvd0” width=640 height=360 ]