ინტერმუნიციპალური დისკუსია ზუგდიდში

18 დეკემბერს ზუგდიდის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა მეორე შეხვედრა ინტერმუნიციპალური ახალგაზრდული დისკუსიების ციკლის ფარგლებში. პროექტის განხორციელებაში ჩართულმა წევრებმა და მოხალისეებმა წარადგინეს ნედის მიერ მიმდინარე და წინა წლებში დაფინანსებულ პროექტებში მომზადებული სიუჟეტები.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ვიდეო-სიუჟეტები არჩევანის თავისუფლებაზე. სიუჟეტების ჩვენების შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით როგორი რეალობაა აჭარის მაშტაბით და გაავლეს პარალელი მათ რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან, იმსჯელეს და გაცვალეს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები.

ინტერმუნიციპალური ახალგაზრდული დისკუსიები იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”(NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/jzetMbYCjT8″ width=640 height=360 ]