“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას და აცხადებს კონკურსს ტექნიკური ასისტენტისა და მოხალისეების შესარჩევად.
კონკურსის პირობები:
ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით და სურთ შეიძინონ დამატებითი გამოცდილება. სასურველია ჰქონდეთ მოხალისეობრივი საქმიანობის 6-თვიანი გამოცდილება. გარდა ამისა ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მოხალისეობრივი გამოცდილების აღწერა (ორგანიზაციის დასახელება, საკონტაქტო იმ პირისა, ვისთანაც შესაძლებელი იქნება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება) სათაურის ველში მიუთითეთ კონკურსი ტექნიკური ასისტენტი
მოხალისეობაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია 14-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს. გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com მოკლედ მოგვწერეთ რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება. სათაურის ველში მიუთითეთ კონკურსი მოხალისე
განაცხადები მიიღება 2018 წლის 17 იანვარს, 18:00 საათამდე.
ყველა შერჩეული მონაწილე გაივლის გასაუბრებას და შემოუერთდება პროექტის განმახორციელებელ გუნდს.
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, რომელიც ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.