საუბრები ევროპაზე

posted in: რეპორტაჟი | 0

📌 #რატომევროპა
‘ევროპა არის აღქმა სივრცისა, სადაც ხდება ისტორიაზე მუდმივი ფიქრი. მუდმივად კრიტიკული რეფლექსია, ეს არ არის ჩეროში წამოკოტრიალებული ადამიანის მონაყოლი ამბები ისტორიაზე. ეს არის ადამიანი, რომელიც როდესაც ფიქრობს ისტორიაზე მუდმივად იტანჯება, მუდმივად დაძაბულია და რაღაცას ეძებს’ – დავით ჯიშკარიანი – ისტორიკოსი, მკვლევარი.

პროექტის მიზანია აჭარის საზღვისპირა სოფლებში (კირნათი, მარადიდი, კობალეთი, თხილვანა) მოსახლეობასთან შეხვედრები და რუსული პროპაგანდისტული მესიჯების მხილება. მხილებას საფუძვლად უდევს  მედიაორგანიზაცია “ობიექტივის”, გაზეთების “ასავალ-დასავალისა” და “საქართველოსა და მსოფლიოს” ერთი თვის საინფორმაციო ნაკადის მონიტორინგი. სოფლებში ასევე გაიმართა დისკუსიები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

პრეზენტაციები და დისკუსიები გაიმართა ბათუმში მოქმედ უნივერსიტეტებში (ბსუ, საზღვაო აკადემია, ხელოვნების ინსტიტუტი). 9 საჯარო ლექცია რუსული პროპაგანდის გავლენაზე, მომხსენებლებად გათვალისწინებული იყვნენ ხელოვანები, მკვლევარები, ჟურნალისტები (გოგი გვახარია, დავით გაბუნია, სალომე ასათიანი, გიორგი კიკონიშვილი, რუსუდან გოცირიძე, ლაშა ბაქრაძე, ცირა ელისაშვილი) – ლექციების ნაწილი გაიმართა სოფლებში, ნაწილი კი ბათუმში.

აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს ეთერში გავა 10-10 კლიპი და ტიხარი. სადაც ადამიანები საკუთარ ევროპულ გამოცდილებასა და მისწრაფებებზე ისაუბრებენ.

გამოცხადდება ასევე ესეებისა და პოსტერების კონკურსი, გამარჯვებული პოსტერით კი მოიხატება კედელი ბათუმის ძველ ნაწილში, ასევე პოსტერები გამოიფინება სტრიტარტ ბოქსებში (9 ლოკაცია). პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა აქტივობა და რუსული პროპაგანდის ნარატივთან დაკავშირებული ყველა მასალა აიტვირთება ორგანიზაციის ვებ გვერდზე.

დაფინანსების წყარო: USAID – EAST WEST MANAGEMENT INSTITUTE