თავისუფლების კლუბი

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” და წიგნების მაღაზია „წიგნები ბათუმში“ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში არსებული სკოლების IX-X-XI კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს კლუბში „თავისუფლების კლუბი“ გასაწევრიანებლად.კლუბის წევრები, 6 თვის განმავლობაში მათ მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით გაივლიან სწავლებას ორი მიმართულებით:
1) პირველი მიმართულება – კინო ჩვენებების, მუსიკალური საღამოების, წიგნის განხილვის, ისტორიული ექსკურსიების, საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით აიმაღლებენ საკუთარ ცოდნას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლების და ლიბერალიზმის საკითხებში.
2) მეორე მიმართულება– კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიღრმავონ ცოდნა ახალი მედიისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში.

კლუბის წევრებისთვის პერიოდულად გამოცხადდება სხვადასხვა კონკურსი. გამოვლინდება გამარჯვებულები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ ვაუჩერი მათთვის სასურველი წიგნების შესაძენად.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ cv და 10 სიტყვისგან შემდგარი სამოტივაციო განაცხადი ელ-ფოსტით: batumi_ijh@yahoo.com 2014 წლის 10 ოქტომბრამდე

„თავისუფლების კლუბი“ იარსებებს პროექტის „ახლაგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.