აქცია: ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე

posted in: მულტიმედია | 0

25 ნოემბერს, სამშაბათს, დღის პირველ საათზე ბათუმში, ერას მოედანზე აქცია გაიმართა სლოგანით – „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“. 25 ნოემბერს, სამშაბათს, დღის პირველ საათზე ბათუმში, ერას მოედანზე აქცია გაიმართა სლოგანით – „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“.
აქცია  მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-მდე  ქალაქში   ქალთა მოძრაობის  ორგანიზებით გაიმართა.
ქალთა მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც საქველმოქმედო ორგანიზაცია. ეს არის მოძრაობა რომელმაც გააერთიანა ყველა ის ადამიანი ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ქალთა მკველობებით. აქციის მიზანი იყო  სახელმწიფოს მოუწოდოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად.
რატომ უნდა მივიდეთ ამ აქციაზე , დღეს გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის“ სტუმრები  იყვნენ  ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი და ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე.

გადაცემა მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ, პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“.
პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;