სეკულარიზმის ხარისხი ბათუმის საჯარო სკოლებში

posted in: მულტიმედია | 0

2 მარტს, 20:00 საათზე,  გადაცემა “ჰეშთეგში” გავიდა ჩვენი მოხალისე-რეპორტიორის მარიკო ნაცარიშვილის სიუჟეტი თემაზე: სეკულარიზმის ხარისხი ბათუმის საჯარო სკოლებში.

სიუჟეტში ნაჩვენებია:

  • საჯარო სკოლის წარმომადგენლების მოსაზრებები  სკოლებში საეკლესიო კუთხის არსებობაზე;
  • ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსისა და სრულიად საქართველოს მუფთის შეხედულება რელიგიური და სასკოლო სივრცის გამიჯვნასთან დაკავშირებით;
  • თეოლოგების დამოკიდებულება  სეკულარიზმის მიმართ;
  • საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის- ინგა შამილიშვილის კომენტარი სკოლებში რელიგიური სიმბოლოების მონიტორინგზე;
გადაცემაში  სკაიპით  ჩაერთო – “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” გამგეობის წევრი- მაკო ღავთაძე, რომელმაც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.
სიუჟეტი  მომზადებულია  “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის  ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] დაფინანსებით. 

[kad_youtube url=”https://youtu.be/gNTKBnZmT9k” width=640 height=360 ]