დისკუსია №5 -მედია და საზოგადოება

დისკუსიათა ციკლი “მედია და საზოგადოება” გრძელდება. ამ ჯერად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისს ვეწვიეთ. შეხვედრა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის- სოფო ხელაძისა და ჟურნალ “ბათუმელების” ჟურნალისტის – ეკა ბარამიძის მონაწილეობით გაიმართა.

დასაწყისში მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მათი მიზნები და მუშაობის პრინციპები. შემდგომ ნაწილში კი მოსახლეობამ უშუალოდ ის საკითხები გამოკვეთა რაც აწუხებთ, მათ შორის იყო:

  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატების არარსებობა;
  • ბაგა-ბაღის შენობის მძიმე პირობები;
  • სოფლის მოსახლეობის დასაქმების პრობლემა და მისგან გამოწვეული მიგრაცია;
  • მონაწილეებმა ფაროსანას მიერ გამოწვეულ ზარალზე და პრობლემებზეც ისაუბრეს;
  • შეხვედრის ბოლოს კი ჟურნალისტებმა მერისის ბაგა-ბაღის შენობაც მოინახულეს, რომელზეც მოსახლეობამ დისკუსიის პროცესში ისაუბრა.

მსგავსი შეხვედრების მიზანია ხელი შევუწყოთ მედიის მონაწილეობით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას. მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ 5 დისკუსია გაიმართება.

მომზადდა შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი, ბეჭდვური ვერსია გამოქვეყნდება ,,ბათუმელებში’’.
დისკუსია მომზადდა „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

დამატებითი ფოტო-მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ  აქ

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=arooEK_dXOk&feature=youtu.be” width=640 height=360 ]