დისკუსია-„განათლება – წარმატების შესაძლებლობა ყველასთვის“

posted in: დისკუსია | 0

2015 წლის 27 მარტს, ასოციაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” გამართა დისკუსია თემაზე – „განათლება – წარმატების შესაძლებლობა ყველასთვის“.
დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეული იყო მწერალი, ლიტერატურული პრემია “საბა 2014”-ის მფლობელი – ტორესა მოსი [ვახტანგ მოსიაშვილი].2015 წლის 27 მარტს, ასოციაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” გამართა დისკუსია თემაზე – „განათლება – წარმატების შესაძლებლობა ყველასთვის“

დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეული იყო მწერალი, ლიტერატურული პრემია “საბა 2014”-ის მფლობელი – ტორესა მოსი [ვახტანგ მოსიაშვილი].

დისკუსიის მიზანია იყო გვემსჯელა

რატომ გვჭირდება განათლება და რა კავშირშია ის წარმატებასთან? რა ტიპის განათლება არის საჭირო იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას? რატომ არის ცოდნა ძალა და როგორ შეგვიძლია ეს ძალა გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად?

ტორესა მოსმა ისაუბრა განათლებაზე, როგორც წარმატების მიღწევის ინსტრუმენტზე, თანამედროვე განათლების ორიენტირებსა და შესაძლებლობებზე.

დისკუსიის მოდერატორები:
მანანა ქველიაშვილი – “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” წევრი.
მარიკა ზაქარაძე – “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე ასევე გაიმართება ტორესა მოსის წიგნების – ,,სიბრძნე სიცრუისა’’ და ,, მე/შენ ქრისტე ხარ’’ გამოფენა- გაყიდვა. დისკუსიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ავტოგრაფი მიიღონ წიგნის ავტორისგან.

დისკუსია  განხორციელდა  პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ [ANI] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.