მე და უნივერსიტეტი-დისკუსია ღია ცის ქვეშ

posted in: დისკუსია | 0

17 აპრილს   ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა დისკუსია თემაზე: „მე და უნივერსიტეტი“.17 აპრილს,  ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა დისკუსია თემაზე: „მე და უნივერსიტეტი“.

მომხსენებლები: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა პატარაია.
მოდერატორი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი სალომე ფუტკარაძე.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაშმა აქცენტი გააკეთა უნივერსიტეტის როლზე – რა გავლენას ახდენს უნივერსიტეტის სტუდენტების ცხოვრებაში, რის შეცვლას აპირებს ახალი რექტორი. სტუდენტმა ანა პატარაიამ ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის მიმართ გააჩნიათ, რას ელოდებიან სტუდენტები უნივერსიტეტში ჩაბარების დროს და რა შედეგს იღებენ ისინი სტუდენტობისას.

დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

"მე და უნივერსიტეტი" - დისკუსია ღია ცის ქვეშ