ღირსეული სიბერე

15 ივნისს,  20:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში   ერეკლე ნოღაიდელმა წარადგინა სიუჟეტი ხანდაზმულთა  პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაცია  „ღირსეული სიბერეს“ შესახებ.

ორგანიზაცია ქალაქ  ქობულეთში 2009 წლიდან ფუნქციონირებს და  დაახლოებით 500 ბენეფიციარს აერთიანებს.  2018 წლის მაისში დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი  პროექტი, რითაც შეწყდა  ორგანიზაციის დაფინანსება და საქმიანობა.   თანადაფინანსების მოთხოვნით  მიმართეს ქობულეთის მერიასაც, რაზეც  2 თვეა პასუხი არ მიუღიათ.  ქობულეთის  მერი მათ სიუჟეტში პასუხობს.

თემის ირგვლივ სიუჟეტში საუბრობენ: ორგანიზაციის ბენეფიციარები,   თანამშრომლები და მოხალისეები, აგრეთვე ქობულეთის მერი.

გადაცემის  პირდაპირ ეთერში ჩაერთო ორგანიზაციის დამფუძნებელი ნანა კალანდაძე.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED)  დაფინანსებით.

გადაცემა სრულად

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=g_WrXmmOo3k&feature=youtu.be” width=640 height=360 ]