22 ივნისს , 20:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენი მოხალისე-რეპორტიორი ლიზა ანთაძე წარადგენს სიუჟეტს ხუცუბნის საჯარო სკოლის პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.
[icon icon=icon-home size=16px color=#000 ] ხუცუბნის საჯარო სკოლა გათვლილი არის 500 მოსწავლეზე, თუმცა ამჟამად სკოლაში 312 მოსწავლე სწავლობს. [icon icon=icon-remove size=16px color=#FF0000 ] სკოლა ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს; ამის გამო მოსწავლეები გადადიან სასწავლებლად სხვა სკოლაში;
[icon icon=icon-minus-sign size=16px color=#000 ] სკოლაში არ არის ცენტრალური გათბობა, გათბობა არის ძალიან კუსტარული;
[icon icon=icon-minus-sign size=16px color=#000 ] არ არის კაბინეტ-ლაბორატორიები; ხელი ეშლებათ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ყველა კლასში არ დგას კომპიუტერი;
[icon icon=icon-minus-sign size=16px color=#000 ] სკოლის სახურავი სარემონტოა, შენობაში წვიმს;
[icon icon=icon-minus-sign size=16px color=#000 ] გასულ წელს მოხდა დაკვამლიანება, სახურავზე გაჩნდა ხანძარი.
სიუჟეტში თქვენ ნახავთ:
- რას ფიქრობს სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში არსებულ პრობლემებზე;
- სკოლის მოსწავლეები ღიად საუბრობენ პრობლემებზე;
გადაცემა მზადდება პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.
” ]