ნათია ფანჯიკიძე-თაობათა ურთიერთობა

posted in: დისკუსია | 0

13 მარტს, , ასოციაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: თაობათა ურთიერთობა.
დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა ნათია ფანჯიკიძემ- ფსიქოლოგმა, რეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” დამფუძნებელმა და თერაპიული პროგრამის ხელმძღვანელმა.“კაცობრიობის მთელი ისტორია და განვითარება გახლავთ ახალი შეკითხვის დასმა, თუ არ იქნება ახალი შეკითხვა არ იქნება ახალი პასუხი, მაგრამ ჩიხი იწყება მაშინ, როდესაც შვილების თაობა იწყებს ახლის მოსინჯვას, ახალი კარვების გახსნას, რომლის გახსნაც ეშინია მშობელს ან ჰგონია, რომ შვილს არ აქვს საკამრისი ძალა რაღაცის გასაგებად.
სჯობს რომ ბავშვი შევაქოთ ნიჭიერების გამოვლინებისთვის და ნიჭიერება არ დავუყენოთ როგორც პირობა.
“თუკი ჩვენ თევზს მოვთხოვთ რომ იფრინოს იგი ამას ვერ შეძლებს და ჩვენ ის გვეგონება ხელმოცარული“.

თუ მოზარდი არ შეეწინააღმდეგა მშობლებს ეს ნიშნავს რომ შეფერხებაა განვითარებაში.
მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და ხანდახან დამარცხებაც.
ადამიანი დაიბადა იმისთვის რომ იყოს ბედნიერი.

პროფესია არის ჩვენი თავშესაფარი რომელიც ძალიან გვგავს, თუ ჩვენ მუდმივად ვაკეთებს იმ საქმეს რომელიც არ გვიყვარს გამოდის რომ ძალიან დიდ პიროვნულ ნაწილს ვერ ვუკეთებთ რეალიზებას.

თქვენ უნდა იყოთ ამაყი თქვენი დამარცხებით, თუ არ იქნება ისეთი დამარცხება, რომ ფსკერის გემო ვერ იგრძენი, შენს სულში ვერ გაიხსნება ის მთავარი ყვავილი, რომელიც ტკივილს სპობს. ყოველი შეჯახება კედელთან მოგაბრუნებთ სხვა მხარეს” – ეს ნაწყვეტია იმ მოხსენებიდან რომელიც 13 მარტს გამართულ დისკუსიაზე ნათია ფანჯიკიძემ გააკეთა.

შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.
„დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) დაფინანსებით.

დისკუსია თემაზე: თაობათა ურთიერთობა

დისკუსია თემაზე: თაობათა ურთიერთობა