ბენდი “ერთად” – ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრი

21  ივლისს, 18:00 საათზე  ქედის მუნიციპალიტეტში, მულტიკულტურულმა ბენდმა “ერთად” პერფომანსს/მასტერკლასი ჩაატარა. 

პერფომანსი /მასტერკლასი ჩატარდება  ქედის  მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას ექნება  შესაძლებლობა მიეღონ  ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული თავისებურების შესახებ.

🎶🎸🎵  შეხვედრის ბოლოს  ბენდი “ერთად” შეასრულებს  ეთნო-კულტურულ კომპოზიციებს;

შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა ვაჩვენოთ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი“ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Fzlel47OvuE&feature=youtu.be” ]