მთვარის კლუბი-კარენ გასპარიანი

19 ოქტომბერს, 21 საათსა და 10 წუთზე, გადაცემა „მთვარის კლუბის“ (ტალღაზე FM 104,5) სტუმარი იყო, მუსიკოსი კარენ გასპარიანი.

პროფესიით კარენი ინგლისურის თარჯიმანია, თუმცა ამ პროფესიით მას არასდროს უმუშავია. ის მუსიკოსია და მისი პროფესია გამოადგა, რომ დაეწერა მუსიკის ტექსტი ინგლისურ ენაზე. გადაცემაში ჰყვება იმ პერიოდს, როდესაც მას  ჰყავდა ბენდი, თუმცა ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მარტო დარჩენილა ამ ბენდში. მაგრამ არასოდეს უფიქრია, რომ მუსიკას თავი დაენებებინა. ხშირ შემთხვევაში ის მარტო ჰქმნიდა კომპოზიციებს.

ბათუმში მუსიკოსის ცხოვრება წლების წინ საკმაოდ რთული იყო, რადგან არსებობდა მხოლოდ ერთი სივრცე, სადაც შესაძლებელი იყო მუსიკის დაკვრა, ახალგაზრდების დაინტერესებაც ნაკლები იყო. თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. რადგან ახლა, ქალაქში გაჩნდა სივრცეები, სადაც შეუძლია მუსიკოს მისვლა და დაკვრა.

მულტიკულტურულმა ბენდმა „ერთად“  მისცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალები გამოეცადა ელექტრონულ მუსიკაში, თითოეულ რეპეტიციაზე ბენდის წევრები ცდილობენ, რომ მუდმივად შეიტანონ კომპოზიციაში სიახლეები. პროეტმა „მულტიკლურული ინტეგრაცია აჭარაში“ მოლოდინს გადააჭარმა, რადგან იმაზე მეტი შეძლეს ვიდრე ამას წარმოიდგენდა. სამომავლოდ სურს, რომ ბენდი „ერთად“ წარსდგეს არტ-გენის ფესტივალზე.

პროექტს “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.