შეხვედრა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში

22 ნოემბერს, ევროინტეგრაციის თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ასოცირებს ხელშეკრულების შინაარსსა და მოსალოდნელ სიკეთეებზე მივაწოდეთ ინფორმაცია, გავაცანით გარემოს დაცვის, განთლებისა და კულტურის მიმართულებით შესრულებული ვალდებულებები და სიახლეები.

გარდა ამისა გავაცანით ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამები: ERASMUS PLUS, Creativ Europe და Horizon 2020. აღნიშნული საშუალებას იძლევა ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ პარტნიორებთან და ერთობლივად დაგეგმონ/განახორციელონ საინტერესო იდეები.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე, გადავეცით საინფორმაციო ბროშურა, რომლის დახმარებითაც შეძლებენ საჭირო ინფორმაციის მიღებას ევროინტეგრაციის თემაზე.

დამატებითი  ფოტო-მასალა იხილეთ  ჩვენს facebook გვერდზე 

პროექტი “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.