განაცხადი მიიღება 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს აჭარის რეგიონში, 2001 წლიდან მოქმედ ორგანიზაციას, რომლის პრიორიტეტია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-25 წლის ახალგაზრდებს, ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ახალი უნარ-ჩვევები და მიიღოს მეტი ცოდნა ევროინტეგრაციასა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე.
პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- პრესრელიზების მომზადება, ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში;
- პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ტრენინგებისა და შეხვედრების ტექნიკური საკითხების მოგვარება;
- ევროკლუბის საქმიანობის აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებაში დახმარება.
ყოველთვიური ანაზღაურება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით შეადგენს 180$-ს.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, ნახევარი განაკვეთი.
კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება;
- თემატური დავალების შესრულება.
სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე, მითითებულ ფოსტაზე: vacancyijh@gmail.com
განაცხადები მიიღება 2019 წლის 10 იანვარს, 18:00 საათამდე.
მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
გამარჯვებული გამოვლინდება 15 იანვარს, თემატური დავალების შესრულების შემდეგ და შემოუერთდება “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” გუნდს.
პროექტის ხანგრძლივობაა ერთი წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 99 33 32