დისკუსია ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში

6 თებერვალს, ჩვენი ორგანიზაციის მოხალისემ- ანა ღოღობერიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში ჩაატარა სტუდენტური დისკუსია, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

მონაწილეები გაეცნენ ქალთა მიმართ ძალადობის, ფემიციდისა და ფოეტიციდის (სელექტიური აბორტის) სახეებს და ისაუბრეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე. როგორც მონაწილეები აღნიშნავდნენ მთავარი პრობლემა განათლების დაბალი დონეა. მათი მოსაზრებით სწორედ ამ საკითხის მიმართ მეტი ყურადღებით უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება.

განიხილეს სხვა ქვეყნის მაგალითები და  ლიტერატურული ნაწარმოები, რომლებიც მიეძღვნა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს. შეხვედრის ბოლოს კი იხილეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.