უკანონო ნაგავსაყრელები

15 თებერვალს, 19:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა  მოხალისე-რეპორტიორმა  მაგდალინ ქათამაძემ  წარადგინა  სიუჟეტი თემაზე: უკანონო  ნაგავსაყრელები. 

უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელები დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება აჭარის მაღალმთიან სოფლებში.  ნაგვის ურნების არარსებობის  გამო მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მდინარეში  ყრის, რაც  თავის  მხრივ ზიანს  აყენებს  გარემოს.

სიუჟეტიდან გაიგებთ რა  მდგომარეობაა ჭვანის ხეობაში:კერძოდ:სოფელ ტაკიძეებში,  ბარათაულსა და ხიჭაურში. მოისმენს ადგილობრივი მაცხოვრებლების მოსაზრებებს.

გადაცემა მზადდება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

თემის  სრული მიმოხილვა შეგიძლიათ  იხილოთ ვიდეო-ჩანაწერში

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Ng_aA22Cq7Y&feature=youtu.be&fbclid=IwAR0rS4aSlaihI9u28c9U4Nv8D34EQ3PPZtlEFEUis6emkZIVIEIHEMtqRHQ” width=640 height=360 ]