ინტერმუნიციპალური დისკუსია ოზურგეთის №2 საჯარო სკოლაში

“სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, მიმდინარე კვირაში ოზურგეთში მესამე ინტერმუნიციპალური შეხვედრა გაიმართა. პროფესიულ არჩევანზე 28 თებერვალს №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ვისაუბრეთ. შეხვედრის პროცესში განვიხილეთ ის გზები რაც დაეხმარებათ ახალგაზრდებს არჩევანში, ვისაუბრეთ შემაფერხებელ ფაქტორებზეც, ვაჩვენეთ ჩვენი მოხალისეების მიერ ამავე თემაზე მომზადებული სიუჟეტები და საჩუქრად პირველი მთასვლელი ქალის -ალექსანდრა ჯაფარიძის ილუსტრაციებით დამზადებული სანიშნეებიც გადავეცით.

დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ აქ

პროექტი ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”(NED) მხარდაჭერით ხორციელდება.