დისკუსია ზვარეს საჯარო სკოლაში

25 მარტს, ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე, მეგი ხოზრევანიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და არჩევანის თავისუფლებაზე ესაუბრა. ხშირად მოზარდები ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და მარტივად თმობენ იმ ოცნებებს, რომლებიც  ბავშვობიდან უჩნდებათ. დისკუსიის მიზანი იყო ამ კუთხით მოზარდების ცნობიერების ამაღლება და მათი შეხედულებების გაგება.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა იხილეს ვიდეო  არჩევანის თავისუფლების შესახებ და იმსჯელეს მათ ირგვლივ არსებულ რეალობაზე.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.