ინტერმუნიციპალური დისკუსია ფოთის №5 საჯარო სკოლაში

23 აპრილს, ფოთის №5 საჯარო სკოლაში ინტერმუნიციპალური დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საუბრის თემას მოზარდებისთვის აქტუალური საკითხი – პროფესიული არჩევანის თავისუფლება წარმოადგენდა.

ვისაუბრეთ პროფესიის არჩევის კრიტერიუმებზე, არსებულ ბარიერებზე, იმ დამოკიდებულებებზე, რაც ხშირ შემთხვევაში განაპირობებს მოზარდების არჩევანს. განვიხილეთ საინტერესო მაგალითები და ამ თემაზე ჩვენი ორგანიზაციის მოხალისეების მიერ მომზადებული სიუჟეტები.

დისკუსია დაიგეგმა “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.