22 მაისს, 19:00 საათზე, გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა მოხალისე-რეპორტიორმა ლიზა ანთაძემ წარადგინა სიუჟეტი თემაზე– ეკოკლუბი შუახევის საჯარო სკოლიდან.
შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული ეკოკლუბი ,,წინ მსწრაფველნი“ ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, ორი წელია, რაც ჩამოყალიბდა. კლუბში გაწევრიანებულია 10 მოსწავლე; თუმცა, არაოფიციალურად, კლუბის აქტივობებში სკოლის მოხალისე მოსწავლეებიც მონაწილეობენ.
კლუბის მთავარი მიზანია–აქტიური მონაწილეობა ბუნების დაცვის სხვადასხვა ღონისძიებაში; როგორიცაა–დასუფთავების აქციები, მეორადი ნარჩენებისა და მაკულატურის შეგროვება და სხვადასხვა საგანმანათლებო და შემოქმედებითი აქტივობა.
კლუბის წევრები სიუჟეტში საუბრობენ:
- მათთვის ეკო-კლუბის მნიშვნელობაზე;
- ყველაზე გამორჩეულ აქტივობებზე
- მუშაობის დროს წარმოქმნილ პრობლემებზე;
- წარმატებებსა და სურვილებზე.
გადაცემა მზადდება პროექტის“სიტვისთავისუფლებისმხარდაჭერა”ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.
[kad_youtube url=”https://youtu.be/Mcxd_7uA0Po” width=640 height=310 ]