დისკუსია სოფელ წყაროთის საჯარო სკოლაში

13 მაისს, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლაში გაიმართა სტუდენტური დისკუსია, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე, ნესტან ვარშანიძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ  შრომის უფლებებზე, სადაც მონაწილეებთან ერთად  განვიხილეთ  შრომითი პირობები,  უსაფრთხოება და საქართველოს შრომის კოდექსი, აგრეთვე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა.  ვიმსჯელეთ ამ მიმართულებით არსებულ დისკრიმინაციის ფაქტებზე.

დისკუსია იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.