მედია დისკუსია სოფელ ლეღვაში

24 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით კიდევ ერთი მედია დისკუსია გაიმართა. შეხვედრას აჭარის ტელევიზიისა და “ბათუმელების” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსიაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ისაუბრეს  სოფელ ლეღვაში არსებულ პრობლემებზე, გამოთქვეს  მოსაზრებები და  გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები.

მსგავსი შეხვედრის მიზანია აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებთა მოსაზრებების, საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა, რაზეც მედიის წარმომადგენლები შესაბამის მასალებს ამზადებენ.

დისკუსიები ხორციელდება ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] მხარდაჭერით.