ქობულეთში მცხოვრები ბოშები – გადაცემა #1

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7e7o_VlbEYg&feature=youtu.be” width=640 height=360 ]

31 ივლისს 19:00 საათზე, გადაცემა ჰეშთეგისა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ერთობლივი პროექტის“ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა”ფარგლებში,გავიდა გადაცემა იმის შესახებ თუ რა ტიპის ყოველდღიური ბარიერები ექმნებათ ქობულეთში მცხოვრებ ბოშებს დასაქმების, განვითარებისა და განათლების მიღების პროცესში;

მაყურებელმა გაიცნო მუსიკალური ბენდი „მიქსი“, რომლის წევრებიც ხელოვნების გზით ცდილობენ საზოგადოებამდე საკუთარი სათქმელის მიტანას.

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/482528625898091/

[icon icon=icon-ok size=16px color=#FF0000 ] პროექტის მიზანია: ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბოშათა უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები თვეში ერთხელ მულტიმედია ფორმატში  მოამზადებენ სტატიების ციკლს ბოშების წინაშე არსებული პრობელემების შესახებ და მათ კულტურულ თავისებურებებზე, სულ პროექტის ფარგლებში მომზადდება 5  სტატია, რომელიც განთავსდება  ვებ-გვერდზე www.batumelebi.ge და netgazeti.ge.
  •  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგის“ 5 პირდაპირი სატელევიზიო ეთერი დაეთმობა ბოშების თემატიკას.  გადაცემა ,,ჰეშთეგში”, გადაცემის წამყვანები  პირდაპირ ეთერში სტუმართან და ექსპერტებთან ერთად განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს, რაც ბოშების წინაშე მდგარი პრობლემების ამსახველი იქნება.

 

[icon icon=icon-home size=16px color=#444 ] პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.