რაზე ოცნებობენ ბოშა ბავშვები

ისინი ბოშები არიან. ცხოვრობენ გელაურში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სწავლობენ სკოლაში, საუბრობენ ქართულად და ოცნებობენ „რომ გახდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში გააკეთებენ რაღაც კარგს“.
Batumelebi.ge იწყებს კამპანიას “ბოშები გელაურიდან”. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. თვალი გვადევნეთ და გაიგეთ მეტი.

[icon icon=icon-ok size=22px color=#000 ] პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.